სტატია
"ბიოგრაფი ლივინგის" მეორე პროექტში "მატიანი" სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
გამოქვეყნების თარიღი:
24.12.2024

◾ ლიფტების და ძირითადი შენობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია.
◾ შენობის ძირითადი ნაწილის ხიმინჯების მოწყობა დასრულდა და ჯამში ჩაისხა 112 ხიმინჯი.
ასევე, ძირითადი შენობის საძირკვლის დაბეტონებამდე სრულად მოეწყო ჰიდროიზოლაცია Sika-ს უმაღლესი ხარისხის მასალებით.
ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ძირითადი შენობის მონოლითური რკინა-ბეტონის სვეტების და კედლების მოწყობის სამუშაოები.
მშენებლობას ახორციელებს კომპანია "ანაგი". დეველოპერული კომპანია "ბიოგრაფი ლივინგი" აქტიურად არის ჩართული სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების, გარემოსდაცვისა და ხარისხის შემოწმების პროცესში.